რეკლამა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობებში გრძელდება. მასობრივი სპორტული ღონისძიების ფარგლებში, შეჯიბრი ამჯერად გეზრბენში მოეწყო. ტურნირში აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ვაჟები – სეფიეთის საჯარო სკოლიდან, გოგონები კი ნაესაკოვოს საჯარო სკოლიდან.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და მასში ყველა რეგიონია ჩართული. აბაშის მუნიციპალური თამაშების ორგანიზატორია: მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ა(ა)იპ აბაშის სპორტის განვითარების ცენტრი. ⭕

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა