რეკლამა

5 ნოემბერს, აბაშის მუნიციპალიტეტს, უპრეცედენტო საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტის, “ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მწერლები და პოეტები ეწვევიან. შეხვედრა მკითხველთან აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დარბაზში, 13:00 საათზე გაიმართება.
აბაშელ მკითხველებს შეხვდებიან ქართველი მწერლები და პოეტები: ინო არჩუაშვილი, ლევან ლორია, ირაკლი შამათავა, ნინო ქოქოსაძე, ირმა ბერიძე. სტუმრები წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს, ამონარიდებს პროზაული ნაწარმოებებიდან და უპასუხებენ შეკითხვებს.
პროექტი ითვალისწინებს მწერლების მობილური ჯგუფების შეხვედრას მკითხველებთან, რათა მოხდეს თანამედროვე ქართული ნაწარმოებების პოპულარიზაცია და მომავალ თაობაში წიგნის კითხვის კულტურის განვითარება. პროექტის კოორდინატორია ცნობილი ლიტერატორი და ჟურნალისტი, დიდი ქართველი მწერლის – ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე.⭕

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა