რეკლამა

ძლიერმა ქარმა აბაშის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ამ დროის ინფორმაციით, დაზიანებულია პირველი საჯარო სკოლის, მაიდნის საბავშვო ბაღის, 80-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. წაქცეულია ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სწავლობს. ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ,,ენერგო- პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის ჯგუფები ახორციელებენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით მოქმედებს „ცხელი ხაზი“. მოქალაქეებს 24:00 საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომრებზე: 599 65 58 07; 599 85 75 66; 599 44 88 58;

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა