რეკლამა

აბაშის მუნიციპალიტეტში დღეს დამთავრდა პროექტი ,,სპორტი ბარიერების გარეშე“ მუნიციპალური თამაშები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, პროგრამის – ,,ახალგაზრდული ფესტივალი-2018“, ფარგლებში განხორციელდა. ძირითადი აქტივობები გაიმართა 2002-2004 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის, სპორტის ოთხ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, სპრინტი და ჭადრაკი.
დღეს, ხელოვნურსაფარიან მინი მოედანზე, გაიმართა ფინალური შეხვედრები ფეხბურთში (გოგონები და ვაჟები). ვაჟებში I ადგილი დაიკავა პირველმა საჯარო სკოლამ, II ადგილი – ძველი აბაშის სკოლამ, III ადგილი სამიქაოს საჯარო სკოლამ. გოგონებს შორის I ადგილი წილად ხვდა პირველ საჯარო სკოლას, II ადგილი – მეორე საჯარო სკოლას, III ადგილი გეზათის სკოლას.
ამავე დღეს, მევლუდ მიმინოშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე კი გაიმართა სპრინტი 60 მეტრ დისტანციაზე. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვაჟები I ადგილი – ონტოფოს საჯარო სკოლა, II ადგილი – ეწერის სკოლა, III ადგილი – სუჯუნის სკოლა, გოგონები: I ადგილი ნოღოხაშის სკოლა, II ადგილი – გეზათის სკოლა, III ადგილი – პირველი სკოლა. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
თამაშს ესწრებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე ხარძიანი.
მუნიციპალური ტურის გამარჯვებული გუნდები 20-21 მაისს ქ ზუგდიდში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ თამაშებში.
მუნიციპალური ტურის ორგანიზატორია მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, მხარდამჭერი ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრი.

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა