რეკლამა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იუბილეს მიეძღვნა მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული უფროსკლასელთა ესეების კონკურსი. მონაწილეებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის სხდომათა დარბაზში წარადგინეს თავიანთი ნაწერები, ყურადღებით მოუსმინეს და ნამუშევრებზე თავიანთი აზრებიც ურთიერთგააზიარეს. მონაწილეთ, თავიანთი პოეტური კრებულიდან, ორი პატრიოტული ლექსი გააცნო პედაგოგმა ქეთევან გერსამიამ. განხილვას ესწრებოდნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მერაბ მიგინეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი მილდა ჩაგანავა, განათლების განყოფილების უფროსი ნათია მელია, ამავე განყოფილების სპეციალისტი მაკა ჩაგანავა, მარნისა და გეზათის საჯარო სკოლების პედაგოგები.

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა