რეკლამა

“ვინაიდან დაინტერესებულები ვართ განვავითაროთ ადგილობრივი საზოგადოება, წინამდებარე დოკუმენტით ვადასტურებთ თანამშრომლობის სურვილს.” – ასე იწყება მემორანდუმის ტექსტი, რომელსაც ხელი დღეს აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში მოეწერა.

აბაშისა და გაშოვიცეს(Gaszowice) მუნიციპალიტეტების მერებმა, ლევან მაკალათიამ და პაველ ბუგდოლმა, დღეს საზეიმო ვითარებაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ხელშეკრულების ტექსტში ვკითხულობთ:

“იმისათვის, რომ აღნიშნული საერთაშორისო თანამშრომლობის პოპულარიზაცია მოხდეს, ორივე მხარე იმუშავებს მოცემული მიმართულებებით:

  • განათლება და აღზრდა;
  • კულტურა, ტურიზმი, რეკრეაცია და სპორტი;
  • სტუდენტების გაცვლითი პროგრამები;
  • ადგილობრივი ტრადიციებისა და წესების პოპულარიზება;
  • ზოგადი საზოგადოებრივი პრობლემები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების მხარდაჭერა.”

მემორანდუმის ძირითად და მთავარ მიზნად დასახულია “საზოგადოების წევრების ახალი ნაცნობებისა და  მეგობრების შეძენა და აგრეთვე საქმიანი თანამშრომლობა, ასევე საქმიანი და პირადული ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.”

მემორანდუმის დასასრულს ვკითხულობთ: “წინამდებარე შეთანხმებით შექმნილი ერთგვარი ჩარჩოს ფარგლებში ორივე მხარის თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის სამომავლო, ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს.”

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა