რეკლამა

“აბაშის მუნიციპალიტეტში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში, მდინარე ზანის პირას და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს საზაფხულო დასასვენებელი ადგილები ეწყობა.
მდინარე აბაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპირთან მისასვლელი გზა გაიმიჯნა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისაგან, დაგეგმილია  მდინარის ნაპირისა და ღამის განათებების მოწესრიგება, საბანაო,  და საპიკნიკე ადგილის მოწყობა . სახლ-მუზეუმის ეზოს სტუმრები ისარგებლებენ უფასო ინტერნეტით.
შესაბამისი ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს აბაშელებსა და სტუმრებს, ზაფხული სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
სამუშაოებს ასრულებს ააიპ „აბაშის კეთილმოწყობა“ ” – დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტს ვკითხულობთ პოსტში, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

ფოტო: აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა