რეკლამა

გამარჯობა ჩემო მკითხველო.

დღეს ამ ბლოგში მინდა ვისაუბრო საარჩევნოდ დარიგებულ დაპირებებს.
როგორც ხვდებით, დღეს მინდა შევეხო წინასაარჩევნოდ დაყრილ ტყუილ დაპირებებზე.

ერთ-ერთი ეს დაპირებაა, სადაც ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ყველაფერს, რასაც ვიყენებთ, იქნება ეს: დენი, გაზი თუ სხვა რამ, ყველაფერს ადევს პოლიტიკური ფასი.

დაპირება
რეალობა

სინამდვილეში კი უკვე მეექვსე წელია რაც ქართული ოცნების მთავრობა ქვეყნის სათავეშია, მაგრამ ბენზინზე, გაზზე და სხვა ბუნებრივ წიაღისეულებზე არა ფასის კლება არამედ კატასტროფული ზრდა ფიქსირდება ყოველ წელს.

აქვე ალბათ გიჩნდებათ კითხვა, თუ სად მიდის ახლა ეს მაშინ არსებული წილები პოლიტიკური ფასებიდან.

ფაქტია, რომ მწარედ მოვტყუვდით, ეს საკენკი  რომ ჩავყლაპეთ.

მეც მძღოლი ვარ, ხშირად მიწევს საწვავის ჩასხმა მანქანაში და შესაბამისად ეს პროცესი მტკივნეულად ურტყამს ჩემს, როგორც მომხმარებლის ჯიბეს. მაგალითისთვის დღეს ათი ლარით მხოლოდ 4,29 ლიტრი ბენზინი მომივიდა.

სურათი გადაღებულია საიტზე.

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა