რეკლამა

უკვე რამდენიმე კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრას დავესწარი და ყველა შეხვედრის შემდეგ ვრწმუნდები იმაში რომ, საქართველოში არც ერთი მთავრობა არ იქნება ხალხისთვის. რატომ?

ყველა კანდიდატის საუბრებში ერთი და იგივე მესიჯები ისმის, თუ როგორ უნდა იძიოს შური მომავალმა მთავრობამ წინაზე, ასე ერთმანეთის და ხალხის ბიუჯეტის ჭამაში გადის ყოველი მეოთხე წელი. კანდიდატი A გაიძახის, რომ B კანდიდატი “კაგებეს” მაღალი დონის აგენტიაო, B A-ს აბრალებს რუსეთის ჯაშუშობას, C კანდიდატი გაიძახის არც ერთი კანდიდატი არ არის ქვეყნისთვის.

ხალხი დაიღალა და მობეზრდა უკვე ამდენი შურისძიება და წამებული ცხოვრება.
როცა დოლარი 1,64 ლარი იყოო მაშინ ცხოვრება რთული იყოო, დენის, წყლის, გაზის და ბენზინის გადასახადებიდან პროცენტი ვიღაც კონკრეტულის ჯიბეში მიდისო გაიძახდნენ. შეიცვალა ერთი მთავრობა მეორეთი და რომელიც წინათ ზემოაღნიშნულს გაიძახოდა დაავიწყდა და პირიქითაც გააკეთა, 1 დოლარი სადაცაა 3 ლარს მიუკაკუნებს, იმატა სიღარიბემ, კრიმინალმა გაჭირვებამ, მაგრამ თავისი ჭკუით ვითომ რომ გულს გვიკეთებენ, გვეუბნებიან ეს ნორმალური ჯანსაღი ეკონომიკის ბრალიაო. ჯანსაღ ეკონომიკას შეუძლებელია ასე ავადმყოფი ფასები ჰქონდეს ყველაფერზე.

პენსიონრების პენსია გაზრდის მაგივრად შეიცვალა და საგრძნობლად შემცირდა, არც კომუნალურ გადასახადებს დამართია კარგი ბედი, მოიმატა და მოიმატა.

ფაქტი ერთია, სანამ ახალი მთავრობა წინა მთავრობის ჭამას არ მოეშვება მანამდე მეეჭვება ქვეყანას რამე სასიკეთო ეწიოს…

სახელმწიფო არც მეწველი ძროხა არ გახლავთ. გადაჭარბებულია თითქმის მილიონ ლარამდე მისული ხელფას-სარგო-დანამატები, რადგან ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება რომ დაახლოებით 1000 კაცის თითქმის მილიონიან ხელფასებს გაუძლოს.

მინდა ვთხოვო ყველა მთავრობას, მოეშვით ხალხის ფულით  ჯიბეების დასქელებას და ჭამას.
მეტი ყურადღება დაუთმეთ იმ ადამიანებს რომლებმაც მთავრობაში მოგიყვანეს, წარსულის ჩიჩქვნას შეეშვით, დაანებეთ შურისძიებებს თავი, მომავალზე და დამშეულ-გამათხოვრებულ ხალხზე იზრუნეთ რა.

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა